სოფო კილაძე ჟურნალისტს - თქვენ ეტყობა ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გერევათ, სადაც ერთი კაცი იტყოდა და ყველა ასრულებდა

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული პრინციპები შემოიტანა პარტიულ მმართველობაში. თქვენ ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გერევათ, სადაც ერთი კაცი იტყოდა და იქ ყველა ასრულებდა, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტს კითხვის საპასუხოდ, რა დამატებითი „დირექტივები“ მიიღეს პარტიის წევრებმა არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილისგან.

სოფო კილაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მმართველობა გამოირჩევა იმით, რომ პარტიის შიგნით გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებენ.

„ქართული ოცნება“ გუნდურად იღებს გადაწყვეტილებას და ამიტომ გეუბნებით, რომ უხერხული ფორმულირება არის თქვენი კითხვის. ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული პრინციპები შემოიტანა პარტიულ მმართველობაში, განსხვავებით ჩვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობისგან“. თქვენ ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გერევათ „ქართული ოცნება“, სადაც ერთი კაცი იტყოდა და იქ ყველა ასრულებდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ პარტიის შიგნით გვაქვს გუნდური გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, დისკუსიები უძღვის წინ, რაც თქვენი პარტიისთვის წარმოუდგენელია, ამიტომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით შეიძლება დემოკრატიული მმართველობის ფორმა იყოს,“- განაცხაა სოფო კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა