ანატოლი ბიბილოვი - სოფელ წნელისში განთავსებულ ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება, საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა

სოფელ წნელისში განთავსებულ ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა დღეს გამართულ ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ე.წ. “საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგი, ფაქტობრივად, „ნულის ტოლი იყო.“

„საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას წინა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, თუმცა დღეს დამნაშავის ძებნა სულმდაბლობაა. მესაზღვრეები დგანან საზღვარზე იქ, სადაც ისინი 1922 წლის შემდეგ არასდროს მდგარან და ეს დღევანდელი სწორი და დროული გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას თავიდან აგვაცილებს,“- აღნიშნა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, მთავარია პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდეს.

„სოფელ წნელისში განთავსებულ უკანონო ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა. მნიშვნელოვანია, რომ სისხლისღვრა ავიცილოთ და ხალხის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ,“- განაცხადა ბიბილოვმა.

ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს