„ჯეოქეისის“ ორგანიზებით, კახაბერ კუჭავას მონაწილეობით, ონლაინ დისკუსია გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას მონაწილეობით, ონლაინ დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ონლაინ შეხვედრის თემა „საქართველოს საარჩევნო რეფორმის საგარეო და საშინაო განზომილებანი“ იყო.

„მოქმედ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რიგითი ხასიათის შესწორებებს არ წარმოადგენს. ეს არის თვისობრივად განსხვავებულ მოდელზე გადასვლა, რაც ასევე უკავშირდება ქვეყანაში მყარი პოლიტიკური და პარტიული სტანდარტების ფორმირებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის განსაზღვრაში თანამონაწილეობისათვის ფართო შესაძლებლობების უზრუნველყოფას. სწორედ ასეთი მაღალი მიზნიდან გამომდინარე, ძალზე სასურველი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო განხილვებში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის ჩართულობა. საარჩევნო დღისწესრიგთან ერთად, ეს ასევე კარგი გზავნილი იქნებოდა ქართულ პოლიტიკურ კულტურაში ახლებური ქცევის კოდექსის დამკვიდრების მზაობისათვის. ამიტომაც, სრულიად გასაგებია ის სინანული, რაც ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებმა გამოთქვეს ამ პროცესისგან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების გვერდზე გადგომის გამო. ისევე როგორც გასაგებია და თანაბრად აღსანიშნია მათი მხრიდან ის პოზიტიური შეფასება, რაც ამ ცვლილებების მიღების შედეგად დაფიქსირდა“, - განაცხადა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები მიესალმებიან რეფორმების პაკეტის წარმატებით მიღებას და ამ პროცესს განიხილავენ, როგორც ისტორიულ მომენტს საქართველოს თანამედროვე საპარლამენტო ცხოვრებისთვის.

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს დემოკრატიის მდგრადობას. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გლობალური კრიზისის პირობებში საქართველო არა მხოლოდ გაუმკლავდა კოვიდ19-ის პანდემიის პირველ ტალღას, არამედ შეძლო მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის განხორციელება. „საარჩევნო ცვლილებები უნდა იყოს წინაპირობა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და რეფორმების გაგრძელებისა, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის,“ - დასძინა მან.

„ჯეოქეისი“-ს მკვლევარის, ბაჩო თორთლაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღის საქართველოს კანონმდებლობის, ევროპის საბჭოსა და ეუთო ოდირის სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაცია და საზოგადოების კონსოლიდირება ძირითადი საარჩევნო პრინციპების გარშემო.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას. აქცენტი პერსონალური პოლიტიკური თავდასხმებიდან უნდა გადავიდეს თემატურ დებატებზე. მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული მედია ორგანიზაციები შეთანხმდნენ იმ მინიმალურ სტანდარტზე, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო საკითხების მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ გაშუქებას.

სექტორი3-ის თავმჯდომარემ, ქეთევან ჩაჩავამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და არჩევნების თანმდევი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს