კანონპროექტი, რომელიც  „კომერციული ატაშეს“ თანამდებობის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

კანონპროექტი, რომელიც „კომერციული ატაშეს“ თანამდებობის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით (81 ხმით) დაამტკიცა.

დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება კომერციული ატაშეს ნაცვლად დაეკისრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დიპლომატიურ თანამდებობის პირს - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეკონომიკურ საკითხებზე დესპანის დანიშვნით ხაზი გაესმევა პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დაინტერესებას და ხარისხს.

„ამასთანავე, საგულისხმოა, რომ „კომერციული ატაშეს“ სტატუსი შედარებით დაბალია და შესაძლოა მას პრობლემები შეექმნას უცხო ქვეყნის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს. დესპანის წარგზავნის შემთხვევაში, კი მნიშვნელოვნად იზრდება მაღალი დონის/გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს უკეთეს შედეგებს. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება მაღალი დონის შეკრებებში მონაწილეობისა და შესაბამისი კონტაქტების დამყარების, ასევე დაფარვის რეგიონში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებში მიწვევის შესაძლებლობა", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, კომერციული ატაშეს ინსტიტუტი კანონის დონეზე 2016 წელს შემოვიდა. კომერციული ატაშე უნდა დანიშნულიყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით ინსტიტუტის ძირითადი მიზანი იყო, უცხო სახელმწიფოში სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოედგინა ქვეყანა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო