მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებაზე - ყველაზე ძალიან ვისაც დააზიანებს, „ნაცმოძრაობა" იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ გამჭვირვალობა "ქართულ ოცნების" ინტერესებშიცაა, ხოლი "ნაციონალური მოძრაობა" ამით დაზარალდება.

"მისასალმებელია „ფეისბუქის“ ასეთი დამოკიდებულება, გინდ დაიჯერეთ გინდა - არა, ყველაზე ძალიან ასეთი დამოკიდებულება გამჭვირვალობაზე აწყობს "ქართულ ოცნებას". მართლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არც ერთი ფეიკი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ მუშაობს და ასეთ თვითშემოქმედებას ხშირად ვაწყდები სამწუხაროდ, პირადად მე და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სისტემური ხასიათი აქვს ამას სხვა მხრიდან. „ქართული ოცნება“ არც ერთხელ არ უხსენებია „ფეისბუქს“, მას პოლიტიკური სუბიექტი და პოლიტიკური პარტია გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, არასდროს უხსენებია. „ნაცმოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის სამარკო ნიშანია, მისი პიარ კამპანიის დამახასიათებელი და საფუძველია ტყუილი, ფეიკნიუსები. ბუნებრივია, ყველაზე ძალიან ვისაც დააზიანებს, ეს იქნება „ნაცმოძრაობა,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქს“ მიმართეს, წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა