ანდრეი რუდენკო - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები ჯერ არ შესრულებულა

საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები ჯერ არ შესრულებულა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ რუსულ პრესასთან საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ყველასთვის კარგად ცნობილია, რატომ შეწყდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან და ასევე ცნობილია მისი აღდგენის პირობებიც.

„ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები კარგად არის ცნობილი: ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ასევე რუსი ტურისტებისთვის ყველანაირი საფრთხის აღმოფხვრა. დღემდე ეს პირობები არ შესრულებულა, როგორც კი ისინი შესრულდება, რუსეთი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ დააყოვნებს“, - განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

მისივე თქმით, მოსკოვი თბილისთან „ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის საფუძველზე დამყარებული ურთიერთობის“ აღსადგენად მზადაა, თუმცა საქართველოში არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც „რუსეთთან ურიერთობების გაუმჯობესებით დაინტერესებულები არ არიან და ანტირუსულ რიტორიკას იყენებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა