ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ფოთის მერიაში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და განხორციელებაზე.

„ჰაერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, თბილისიდან მოწვეულ იქნება შესაბამისი სამსახური, რომელიც შეისწავლის ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს.

სამუშაო ჯგუფს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ფოთში ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მიმდებარედ არსებული ტერმინალების გამო შექმნილი პრობლემებია მოგვარებას ითხოვს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს