პრეზიდენტი პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დაგეგმილ დისკუსიას გახსნის

საქართველოს პრეზიდენტი ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ ინიციატივითა და ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დაგეგმილ დისკუსიას გახსნის. დისკუსიაში, რომელიც სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

დისკუსიას „პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილება: გამოწვევები, შესაძლებლობები, გზა მომავლისკენ“ მოდერაციას გაუწევს ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი.

„პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება COVID 19-ის შედეგად დაწესებული შეზღუდვების დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული საერთაშორისო აქტივობებისა და ორმხრივი კომუნიკაციის შესახებ, ეპიდვითარების გართულების პრევენციის მიზნით საქართველოს მიერ შესრულებული შესაბამისი ღონისძიებებისა და ამ ზომებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურების შესახებ, გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთანამშრომლობისა და ქვეყნისადმი დახმარების საკითხებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო