პრეზიდენტი - მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია,  ვთქვი, რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით

მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი, რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მანვე რამდენიმე ტელევიზიას მიმართა და აღნიშნა, რომ მცდელობაა, რომ "პრომოძალადედ გაასაღონ".

"მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემს მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა აღიარებაში და მონანიებაშია"-განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა " მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა