რომან გოცირიძე - ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში - როდის? როცა ამის დრო დადგება!

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ტყუილად ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება.

გოცირიძის თქმით, ის საქართველოში დაბრუნდება, როცა ამის დრო დადგება. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადება "ქართულ ოცნებაში" არასწორად და "ბრიყვულად" გაიგეს.

"მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, არის უკრაინის მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ნებისმიერი განცხადების უფლება და ნუ დაათრევთ ელჩს საგარეო უწყებაში, შეიგნეთ, განცხადების გაკეთების უფლება ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვსო, თუნდაც, უკრაინის მოქალაქე იყოსო. აბა, ამერიკელები, ლიტველები, ევროპარლამენტარები რომ მიუთითებენ საქართველოს, რომ დემოკრატია იყოს დანერგილი და არჩევნები ჩატარდეს, თუ ლიტველს შეუძლია, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? "უკრაინელი" ბრჭყალებში, რადგან სულით ხორცამდე ქართველია. ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და მისი ადგილი ექნება. როდის? - როცა ამის დრო დადგება,"- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე "დავარცხნილად" არ საუბრობს.

"როცა უსამართლოდ, შეთითხნილი ბრალდებებით ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი, მერამდენე წელია იმყოფება თავისი სამშობლოს მიღმა, გნებავთ, დავარცხნილი სიტყვებით, ტკბილი და მოთაფლული ენით ისაუბროს? რასაც ამბობს, პირდაპირ და სწორად ამბობს. შეუძლია, კიდევ უფრო მკაცრად თქვას. საქართველოში უნდა დასრულდეს რვაწლიანი დანაშაულებრივი, წარუმატებელი, პრორურუსული ხელისუფლება. მის დასამთავრებლად ყველაფერი უნდა იღონოს ოპოზიციამ. ის ამბობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს და კანონიერი გზით ხელისუფლებას შევცვლით,"- განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა