ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი - ზაზა გახელაძეს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის ნაცვლად, იურისტის დახმარება სჭირდება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მათ მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის ოჯახს ვითარების მაქსიმალური აჟიოტაჟის მიზნით იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტპუტნიკი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს ე.წ. საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, რა დროსაც, მათივე ცნობით, გახელაძემ ოკუპანტებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც თავადაც დაიჭრა ფეხში.

КГБ-ს ინფორმაციით, „დამრღვევის“ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „საზღვრის უკანონო კვეთისა“ და „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმის“ მუხლებით.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, ამ ფაქტს თბილისი ე.წ. საზღვარზე ვითარების დასაძაბად იყენებს. მათივე განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლება გახელაძის ოჯახის წევრებს იყენებს ვითარების დასაძაბად, როდესაც აქვეყნებენ მათ კომენტარებს პოლიტიზებულ და აშკარად არაობიექტურ მასალებს“.

КГБ-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი დასავლელი კურატორების მხარდაჭერის ნაცვლად, იურისტის დახმარება სჭირდება, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება განიხილება სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა