შსს-ში აცხადებენ, რომ მარნეულში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას, რაშიც მოსახლეობამ ხელი შეუშალა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას ატარებდნენ.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში პოლიციას ხელი შეუშალა.

"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას, ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში.

ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე და 381 მუხლის პირველი ნაწილით",- აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-მასალა. ავტორების მტკიცებით, მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი სახლში ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალება ჩადო.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა