“ლელო" სუს-ს მოუწოდებს, ნარიმანოვის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გამოკითხვაზე დაიბაროს „ქართული მარშის” და "პრიმაკოვის ფონდის" წევრები

პარტია “ლელო" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, რომ მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბაროს მოძრაობა „ქართული მარშის” და "პრიმაკოვის ფონდის" წარმომადგენლები, რადგან ისინი ეთნიკური შუღლის გაღვივებას და რასობრივ დისკრიმინაციას უწყობენ ხელს. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან "ლელოს" წარმომადგენლებმა- ლანა გალდავამ და სოფიო შამანიდმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ხნის წინ აღძრა საქმე რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლით. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, აქტივისტი სამირა ბაირამოვა, უფლებადამცველი თამთა მიქელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯეირათის“ თავმჯდომარე ზუმრუდ ყურბანოვი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი ასადოვი, მარნეულელი მასწავლებელი, ელვირ ჰასანოღლუ, ასევე მარნეულის საკრებულოს დეპუტატები. საქმე, რომლის გამოც ეს ხალხი იყო დაბარებული, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო აგორებულ კამპანიას ეხებოდა. მიუხედავად სუს-ის თითქოს და „კეთილი” ზრახვებისა, მარნეულში შუღლის გაღვივების მცდელობა ისევ გრძელდება, თანაც ღიად, აქციებით. ამჯერად ბოლშევიკ ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან ერთად „ქართული მარში“ და „პრიმაკოვის ფონდი“ ითხოვენ. რა ამოძრავებს რუსული მარშის ქართულ ვერსიას და იმ ფონდს, რომლის დამფინანსებელი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, კრემლის წინ, წითელ მოედანზე არც მეტი, არც ნაკლები, ლენინი განისვენებს და რომლის დღევანდელი მეთაურიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს და რომელიც მე-20 საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ კატასტროფად საბჭოთა კავშირის ნგრევას მიიჩნევს?! ნუთუ, მართლა ბოლშევიზმს ებრძვიან?! მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ეძებონ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედი მართული და დესტრუქციული ძალები არა ჟურნალისტებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ ფსევდოპატრიოტულ ძალებში, რომლებიც, პატრიოტულ ნიღაბს ამოფარებული, ქმნიან დაძაბულობას იქ, სადაც ეს ბუნებაში არ არსებობს. აღკვეთონ ამ დესტრუქციული ძალების ქმედება, გამოიძიონ, საიდან ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები და ვის ინტერესებს ატარებენ ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ძალების გააქტიურება მაშინ, როდესაც ჩვენს ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ ძალების გააქტიურება ბადებს ეჭვს, რომ მათი ქმედება შეთანხმებულია ხელისუფლებასთან და რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ხელისუფლების ხელდასმით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

იხილეთ ვიდეო:"ლელო" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, რომ გამოკითხვაზე მოძრაობა "ქართული მარშის" და "პრიმაკოვის ფონდის" წარმომადგენლები დაიბაროს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს