ვეტერინარები მოსახლეობას ყირიმ კონგოსგან თავის დასაცავად პრევენციულ ღონისძიებებს აცნობენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობას ხვდებიან და ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციულ ღონისძიებებს აცნობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის და უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ. ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

მათი ინფორმაციით, ცხოველებში ყირიმ-კონგოს გავრცელების შესწავლის მიზნით, ვეტერინარიის დეპარატმენტის სპეციალისტები სისხლის ნიმუშებს იღებენ და იკვლევენ. სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით ხორციელდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ღონისძიებებს დაავადების გამოვლენის კერებში ყოველწლიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით 3 100-ზე მეტი სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს