გიორგი გახარია - არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას

ამ არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების ზეწოლაზეა საუბარი. გახარიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდის გამო, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და ზოგი - მედიაზე.

„რა პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი, ხალხო. თვითონ რაზეც უნდა, იმაზე შეუძლია ისაუბროს. არჩევნებში ვართ და ცხადია, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე და მოდით, ასე გავაკეთოთ: არჩევნების ღირსეულად ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი არ უნდა იყოს. ჩვენი ყველას მიზანი ეს უნდა იყოს, იმიტომ, რომ არჩევნებით შეაფასებენ ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, არამედ - ქვეყანას. როდესაც უკვე თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია გვაქვს, ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს. ამ არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას რა!“ - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით 22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის „გაცოცხლებით“, ხელისუფლება ოპონენტებზე ზეწოლას ცდილობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა