ხვიჩა მღებრიშვილს საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

“ვადასტურებთ უკანონო პატიმრობის ვადის გაგრძელებას. მის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი ამოქმედებულია“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

45 წლის ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 3 ივლისს დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ხვიჩა მღებრიშვილს საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა