აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში 13-17 ივლისს 1269 ადამიანი დაბრუნდა

მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელის გახსნის შედეგად, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პანდემიის გამო დაკეტილი აქვს, 1200-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 13-დან 17 ივლისამდე, ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით, 1269 ადამიანი დაბრუნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

პანდემიის პერიოდში აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ უკვე ორჯერ გახსნა ე.წ. დერეფანი ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნების მსურველთათვის. მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკაში 26-31 მაისს 532 ადამიანი გადავიდა, 22-24 ივნისს 1111 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა