ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, რომ ხალხი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობასა და ბნელ წარსულს შორის

მჯერა, რომ ჩვენი ხალხი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობასა და იმ ბნელ წარსულს შორის, რომელიც იდგა 2012 წლამდე - ძალადობა, ადამიანის ჩაგვრა, მკვლელობები, ომი, ტერიტორიის დაკარგვა და ათასი უბედურობა, რომელიც ჩვენმა საყვარელმა ხალხმა გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი კანდიდატები პროფესიონალური ნიშნით არიან შერჩეულები და მათ კარგად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

„8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანას მოუტანა უპრეცედენტო თავისუფლება, ღირსება, სტაბილურობა და მშვიდობა. ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს შემდგომი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა. ეს 8-წლიანი, გრძელვადიანი მშვიდობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი უახლესი ისტორიის განმავლობაში, როდესაც ქვეყანას აქვს სრული მშვიდობა და სტაბილურობა და ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება.

დღევანდელი კანდიდატები შერჩეულები არიან პროფესიონალური ნიშნით, მათ კარგად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგელობა, რომელიც ეკისრებათ ჩვენი მოსახლეობის წინაშე და მჯერა, რომ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობასა და იმ ბნელ წარსულს შორის, რომელიც იდგა 2012 წლამდე - ძალადობა, ადამიანის ჩაგვრა, მკვლელობები, ომი, ტერიტორიის დაკარგვა და ათასი უბედურება, რომელიც ჩვენმა საყვარელმა ხალხმა გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. მჯერა, რომ ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:მთავრობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა