სოზარ სუბარი - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 30-ვე ოლქში, ამის პირობას გაძლევთ

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 30-ვე ოლქში, ამის პირობას გაძლევთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა , რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სამგორში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პროპორციულ არჩევნებშიც. „გავაგრძელებთ იმ ხაზს, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც ჩვენ გაკეთებულ საქმეებზე, ასევე გასაკეთებელ საქმეებზეც.“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამოცდილები არიან, შესაბამისად, შეძლებენ წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30-ვე მაჟორიტარი, რომელიც დასახელებულია, ძალიან გამოცდილია. ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ბიზნესის სფეროდან არის მოსული. თითოეულ მათგანს შეუძლია უზარმაზარი წვლილის შეტანა ქვეყნის და თავისი კუთხის, მაჟორიტარული ოლქის განვითარებაში.

სამგორის რაიონი ერთ-ერთი დიდი უბანია, ძალიან ბევრი მოსახლეობაა. მრავალფეროვანია, ზოგი სოფელიც შემოდის -31-ე ქარხანა, აფრიკის დასახლება, საავიაციო დასახლება, ლილო, ძალიან დიდია. აქ ვცხოვრობდი თითქმის 20 წლის განმავლობაში. ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა, უბანი“,-აცხადებს სოზარ სუბარი.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა