ქუთაისში მოკლული 30 წლის ქალის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, შემთხვევის დროს, ადგილზე შესაძლოა, დაკავებული ქალის მეუღლეც ყოფილიყო

ქუთაისში მოკლული 30 წლის ქალის ოჯახის ადვოკატის, ციცინო ბაბუნაშვილის განცხადებით, შემთხვევის დროს, ადგილზე შესაძლოა, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის მეუღლეც ყოფილიყო.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გარდაცვლილი ქალის ოჯახი დაზარალებულის სტატუსს ოფიციალურად დღეს მიიღებს, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთვებიან.

„პროკურორს გუშინ ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ დაკავება გაგრძელდებოდა. არსებული ინფორმაციით, კიდევ ორი პირი, სავარაუდოდ, ადგილობრივები არიან დაკავებილი. არ არის გამორიცხული მათი რაოდენობა გაიზარდოს. დღეს, ალბათ, ოფიციალურად ჩავერთვებით და გადმოგვეცემა საქმის მასალები. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე ვერსია განიხილება, მაგრამ მკვლელი და მოკლული მეგობრობდნენ და არ ვიცით, რა მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევის დროს კაცის ხმაც ესმოდათ და დაზუსტდება, იყო თუ არა ეს დაკავებულის მეუღლე“, -აცხადებს ბაბუნაშვილი.

ცნობისთვის, შემთხვევა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა