ე.წ. უშიშროების კომიტეტი - ახალგორში აღმოჩენილი საბრძოლო მასალები, დიდი ალბათობით, „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე პროვოკაციისთვის იყო განკუთვნილი

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, ახალგორში არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ე.წ. უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის „საზღვარზე“ არსებული მძიმე ვითარებისა და „ქართული მხრიდან შეიარაღებული პირების მიერ გახშირებული დარღვევების გათვალისწინებით“, არ არის გამორიცხული იმის ალბათობა, რომ ეს მასალები განკუთვნილი იყო შეიარაღებული პროვოკაციისთვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

„ამ დროისთვის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარეობს შემოწმებითი ღონისძიებები“, - განაცხადეს დე ფაქტო კომიტეტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს