ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2020

ცნობადობა და ფინანსური რესურსი - "ოცნება" კადრებს იმის მიხედვით არჩევს, არიან თუ არა ბიზნეს სექტორიდან"

რატომ არ არის სიაში წულუკიანი - "როცა პარტია ძველ სახეებს აყენებს, ეს ნიშნავს რომ ცვლილებებს არ აპირებს“

***

ცნობადობა და ფინანსური რესურსი - "ოცნება" კადრებს იმის მიხედვით არჩევს, არიან თუ არა ბიზნეს სექტორიდან"

“ვთვლი, რომ იმ რესურსიდან რაც მმართველ გუნდს გააჩნია კარგად შეარჩია თავისი კანდიდატები", - ასე აფასებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ძაბირაძის თქმით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება მისთვის მეულოდნელი არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის მთელი რესურსი ან ყოფილ პოლიტიკოსებზე ან ბიზნესის წარმომადგენლებზე დგას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ცნობადობა და ფინანსური რესურსი - "ოცნება" კადრებს იმის მიხედვით არჩევს, არიან თუ არა ბიზნეს სექტორიდან"

"ჩემთვის ის კატეგორია, რაც დასახელდა, მოულოდნელი არ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნება" თავის რიგებში კადრებს იმის მიხედვით არჩევს თუ როგორი გამოცდილები არიან ისინი და არიან თუ არა ბიზნეს სექტორიდან. სხვა სფერო, რომლიდანაც კადრების მოზიდვა შეუძლია, მმართველ გუნდს ფაქტობრივად არ აქვს. გარდა ამისა, როდესაც საარჩევნო სისტემა შეიცვალა და ოლქები შემცირდა, გამოიწვია მათი გეოგრაფიული ზრდა. ადრე 73 იყო და ფაქტობრივად ნახევარზე ნაკლები დარჩა. თბილისი ცალკე საგანია, მაგრამ, რეგიონებში ესაა იმდენად დიდი ოლქები, რომ თუ ამომრჩეველმა არ იცის ვინაა მისი კანდიდატი და გვარიც არ გაუგონია, ამ სამი თვის განმავლობაში, ხვალიდანაც რომ დაიწყოს აგიტაცია და თავის გამოჩენა, უბრალოდ ვერ მოასწრებს ყველგან მისვლას და სადღაც ალბათ ოქტომბრამდე იმას მოუნდება, რომ საზოგადოებას გააგებინოს ვინ არის და რას წარმოადგენს. არამარტო „ქართულ ოცნებას" ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ექნება პრობლემა იმის, რომ მსხვილ ოლქებში არის შესარჩევი ისეთი კანდიდატი, რომელსაც აქვს მაღალი ცნობადობა. მხარდაჭერაზე არაა აქ საუბარი. ასეთი პირები არიან ხელისუფლებაში ნამყოფი პირები და ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების" სიაში ან ყოფილი მინისტრები არიან, რომელთა ცნობადობის ხარისხი მოსახლეობაში მაღალია, ან ადგილობრივი გუბერნატორები თუ დეპუტატები", - ამბობს ძაბირაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, ოპოზიციას თავისი კანდიდატების მსგავსი პრინციპით შერჩევა მოუწევს, თუ სურს, რომ კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო შექმნას. გარდა ამისა, იმ ახალ სახეებს, რომლებიც მმართველმა გუნდმა დაასახელა რეგიონებში, აქვთ ბიზნესი და მათი სახელი კონკრეტულ რეგიონებს უკავშირდება. ანუ, გამოიყენეს ორი ფაქტორი, მათი ცნობადობა მაღალია და ფინანსური რესურსი მათ აქვთ, რომელსაც ემატება პარტიის რესურსი. ამ ჯგუფს ოპოზიცია თუ ვინმეს დაუპირისპირებს ან იდეურად უნდა დაუპირისპიროს ან იმავე პრინციპით. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეს რაიმე იდეა არ არსებობს, რვა წელია ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულები, ამიტომ მანაც იგივე ფინანსური რესურსი და ცნობადობა უნდა დაუპირისპიროს. არის კიდევ ერთი ფაქტორი ოპოზიციური ამომრჩეველი კი დიდია მაგრამ, ოპოზიციაში ძალიან ცოტაა ისეთი ლიდერი, რომელსაც ამ ამომრჩევლების გაერთიანება შეუძლია. გამომდინარე აქედან, ვთვლი, რომ იმ რესურსიდან რაც მმართველ გუნდს გააჩნია კარგად შეარჩია თავისი კანდიდატები",- განაცხადა ძაბირაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"მან ასევე თბილისის ოლქებში დასახელებული კანდიდატების შანსები შეაფასა, ძაბირაძის თქმით დედაქალაქში ოპოზიციიდან გამარჯვების რეალური შანსი მხოლოდ ელენე ხოშტარიას აქვს. რაც შეეხება თბილისის ოლქებში დასახელებულ კანდიდატებს, დიდუბე-ჩუღურეთზე და საბურთალოზე არ მაქვს საუბარი, რადგან ოპოზიციას იქ თავისი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია, დარჩენილ ექვს რაიონში ხვალ რომ არჩევნები იყოს, ოპოზიციიდან ჩემი შეფასებით შანსი აქვს ელენე ხოშტარიას და 50-50-ზეა მელია და კობიაშვილი გლდანში. დანარჩენ ოთხ რაიონში მოიგებს ხელისუფალი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება ოპოზიციის კანდიდატები თბილისის დარჩენილ ორ ოლქში", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან". 20 ივლისს კოჯორში, „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მაშტაბით 30 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატების კანდიდატები წარადგინა”, - წერს სტატიის ავტორი.

რატომ არ არის სიაში წულუკიანი - "როცა პარტია ძველ სახეებს აყენებს, ეს ნიშნავს რომ ცვლილებებს არ აპირებს“

“ჩემი აზრით ეს პრეზენტაცია შეტყობინებაა, რომ ხალხნო ხმა არ მოგვცეთ იმიტომ, რომ ჩვენ უკეთესს არაფერს გთავაზობთ."- ასე აფასებს "რეზონანსთან" შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, „ქართული ოცნების" მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის 30-ივე მაჟორიტარ ოლქში კანდიდატების წარდგენას. მმართველი გუნდის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ მაჟორიტარ კანდიდატების სიაში არიან: ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ არ არის სიაში წულუკიანი - "როცა პარტია ძველ სახეებს აყენებს, ეს ნიშნავს რომ ცვლილებებს არ აპირებს“

"ზაქარეიშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნება" წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატების სიით ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ახლის შეთავაზებას არ აპირებს, რომელიც მისი აზრით, ოპონენტებისთვის დამაჯერებელი არგუმენტია. საკითხავია თუ ეს კანდიდატები „ქართული ოცნების" ამომრჩეველს რამდენად აკმაყოფილებს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" დღეს ზოგადად იმდენად არაპოპულარულია, რომ ვერცერთი ადამიანი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ შეძლებს, რაც აქვთ ეს აქვთ. პირობითად თუ მათ 40% აქვთ, ვინც არ უნდა დააყენონ, მხოლოდ ეს 40% ექნებათ, მაგრამ როცა ძველ სახეებს აყენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ახალი სახეები არ ჰყავთ, ანუ ეს უკვე შეტყობინებაა მათთვის, ვისაც „ქართული ოცნება" არ უნდა, ვისაც უნდა არგუმენტი თუ მმართველ პარტიას ხმა რატომ არ უნდა მისცეს, ეს სია მშვენიერი არგუმენტია იმიტომ, რომ არაფერი არ შეიცვლება ხალხო. როგორც იყო 2016 წლიდან (კოალიციის დაშლიდან) დღემდე, ისე გაგრძელდება, ანუ სიახლე არაფერი არ იქნება, კანდიდატებში ძველი სახეები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როცა პოლიტიკური პარტია ძველ სახეებს აყენებ, ესე იგი შენ ამბობ, რომ მე ცვლილებებს არ ვაპირებ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სერგეენკო პოლიტიკიდან უცნაურად ისე წავიდა, რომ არც კი ვიცით, მაგრამ იგი წარმატებულ მინისტრად ითვლებოდა და ნამდვილად ასეც იყო, სოზარ სუბარიც ურიგო მინისტრი არ იყო, ორ სამინისტროში იყო და რატომ ჩააჩოჩეს, ცნობილი არაა. ამ ფონზე, როცა შენ თვითონ „ქართული ოცნება" წარმატებულ მინისტრებს, რომლებსაც მინუსები არ ჰქონიათ, მათ წინააღმდეგ ოპოზიციას არ გაულაშქრია, შიგნით არსებული პრობლემების გამო, ეს ადამიანები ჩააჩოჩე და უცებ ამ ადამიანებს საზოგადოებას სთავაზობ, საზოგადოება იტყვის, უკაცრავად, სხვა არავინ არ გყავს? ამათზე ხომ ოდესღაც უარი შენ თვითონვე თქვი. ასევე, კახიშვილიც ზუსტად ამ კატეგორიაში გადის, ანუ ეს ადამიანი თუ ჩრდილში მოაქციე, რატომ მოაქციე? ესე იგი პენსიაზე უშვებ? ესე იგი პარლამენტი საპენსიო ადგილია? მე არ მინდა, რომ პარლამენტი საპენსიო ადგილი იყოს, მე მინდა, რომ პარლამენტი ახალგაზრდების, ენერგიული ადამიანების, ახალი სახეების ადგილი იყოს, სადაც თავიანთი პოზიციებისა და განათლების რეალიზაცია საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ მოხდება. აქედან გამომდინარე, ეს მაჟორიტართა სია „ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის კარგია და ოპონენტებისთვის საკმაოდ დამადასტურებელი არგუმენტია, ანუ ამის სახით მათ მყარი არგუმენტი აქვთ თუ რატომ არ უნდა მისცენ ხმა, ანუ ის ცვლილებებს არ მთავაზობს, ეს ძალიან დამაფიქრებელია მათთვის, ვისაც „ქართული ოცნება" არ უნდა. ჩემი აზრით ეს პრეზენტაცია შეტყობინებაა, რომ ხალხნო ხმა არ მოგვცეთ იმიტომ, რომ ჩვენ უკეთესს არაფერს არ გთავაზობთ."- განაცხადა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" ნაძალადევის ოლქში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარედგინა, თუმცა მინისტრი არცერთ ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად არ დასახელდა. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, წულუკიანი მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში იმიტომ არ მოხვდა, რომ „ქართული ოცნების" გათვლებით, უფრო მეტი უარყოფითი რეიტინგი აღმოაჩნდა, ვიდრე დადებითი. რაც შეეხება თეა წულუკიანს, "ქართული ოცნება" ეძებს კანდიდატებს, რომლებსაც უარყოფითი რეიტინგი არ აქვთ, როგორც ჩანს გათვალეს და ნახეს, რომ წულუკიანს ალბათ უფრო მეტი უარყოფითი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე დადებითი, ხოლო იგივე კახიშვილს, სუბარს, სერგეენკოს კი უარყოფითი რეიტინგები არ ჰქონდათ, ამ პოზიციით გათვალეს და იფიქრეს, რომ სჯობია წულუკიანი სიაში იყოს, ვიდრე მაჟორიტარ კანდიდატად. მაგალითად ვინც ოლქში წულუკიანს ხმას არ მისცემს, ის ხმას არ მისცემს პარტიასაც ეს ავტომატურია, აქედან გამომდინარე, ერთადერთი აზრი თუ რატომაც წულუკიანი მაჟორიტარი კანდიდატი არაა, ისაა, რომ მისი უარყოფითი რეიტინგი მის დადებით რეიტინგს აღემატება. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატების სიაში ერთ ქალბატონს (ნინო ლაცაბიძე) რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატს, ეს საკმაოდ ცნობილი ქალბატონია, საკრებულოში აქტიურია, მას რუსთავში პატივს სცემენ და სხვებისგან განსხვავებით, რაც სიაში ვნახე, მას მეტი შანსი აქვს. სოზარი და სერგეენკო ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ თავიანთ ოლქებში ბრძოლა გაუჭირდებათ, მაგრამ ამ ქალბატონს კარგი რეიტინგი აქვს" - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს