გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი სტუდენტურ სტიპენდიებს აწესებს

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი (გპფ) სტუდენტურ სტიპენდიებს აწესებს. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს ხელი ხვალ მოეწერება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდიდან აცნობეს, ღონისძიებაზე გპფ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

მათი ინფორმაციით, ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების, აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.

„ამ მიზნის მისაღწევად გპფ მზადაა, სტიპენდიებით წაახალისოს ხსენებული სამი უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი-ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყანის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს. მიმდინარე წლიდან სტიპენდიები გამოიყოფა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას.

ფონდმა აქტიური საქმიანობა 2017 წელს დაიწყო და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ფონდის მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საზოგადოებრივი და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა