რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, კახა ოქრიაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა სურს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კახა ოქრიაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა სურს. ასე პასუხობს იონათამიშვილი კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რატომ არ წარადგინა "ქართულმა ოცნებამ" ის მაჟორიტარობის კანდიდატად.

"კახას თვითონ სურდა, ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს მისი სურვილი იყო. ეს ნორმალურია, ვფიქრობ. ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო და ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერია,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მათგან "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ საქმიანი კრიტიკა ვერ მოისმინეს. მისივე თქმით, ოპოზიცია შეგუებულია, რომ არჩევნებს წააგებს.

"იყო მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფები, რაც იმას ნიშნავს, რონ ისინი შეგუებულები არიან, რომ ამ არჩევნებზე დამარცხდებიან. დარწმუნებული ვარ და უკვე ფაქტია, რომ ჩვენი მაჟორიტარების უმეტესობა პირველივე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას.

მე არ მიკვირს, რომ ასეთი შეშინებული კომენტარები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არჩევანი არის ღირსების და მომავლის მხარეს. ეს დადასტურდება საპარლამენტო არჩევნებში,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს