თბილისი-რიგას მიმართულებით და თბილისი-პარიზს შორის რეისები აგვისტოდან შესრულდება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისიდან „ეარფრანსი“კვირაში 2-ჯერ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს შეასრულებს.

როგორც ნათია თურნავა განმარტავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე „ეარბალტიკთანაც“.

„თქვენ იცით, რომ ვეროკავშირის იმ 5 ქვეყნის ფარგლებში, ვინც ჩვენ უპირობოდ გაგვიხსნა თავისი საზღვრები, ვსაუბრობდით პირდაპირი რეგულარული ფრენების აღდგენაზე აგვისტოში. იცით, რომ გერმანიასთან „ლუფთანზას“ მეშვეობით ეს მოლაპარაკება შედგა. „ლუფთანზამ“ უკვე გამოაქვეყნა თავისი ფრენების განრიგი და ბილეთებიც გაყიდვაშია. შემდეგი ნაბიჯი იყო „ეარფრანსთან“. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავუდასტურეთ „ეარფრანსს“ აგვისტოს დასაწყისიდან ფრენების შესრულება. ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს. მათ შეეძლებათ კვირაში ორი ფრენა განახორციელონ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ვაგრძელებთ მოლაპარაკებას „ეარბალტიკთან“ თბილისი-რიგას მიმართულებით და აქაც მალე გვექნება გადაწყვეტილება. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უპირობოდ არის დაშვებული მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. შესაბამისად, უნდა იცოდეთ, რომ აგვისტოში კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარური ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით. ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს.

ასევე, გააგრძელებს „აირზენა“ კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდე აკეთებდა. დაახლოებით, 16 ფრენა ექნება, ან ოდნავ მეტი, ვიდრე ჰქონდა ივლისის თვეში. ეს იქნება, ძირითადად, ვენა და ამსტერდამი. სხვა კომერციული ჩარტერებიც ჩვენთან შეთანხმებით, საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით, პერიოდულად იქნება დაშვებული.

რაც შეეხება ე.წ. სოციალურ ჩარტერებს, 5 მიმართულება სრულდება, ამას დაემატა, თბილისი-ბერლინი-თბილისი, ეს იყო იმ ქართველი სტუდენტების მოთხოვნა, რომლებიც გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებით აპირებდა ჩასვლას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ის კატეგორიაა, სადაც სახელმწიფომ სწორედაც რომ თავისი სუბსიდირების რესურსი უნდა გამოიყენოს და შედარებით ხელმისაწვდომი ბილეთები შესთავაზოს. ვიმუშავეთ ახალგაზრდობის დეპარტამენტთან ერთად და ეს ფრენაც შედგება უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა თურნავამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ