არჩილ თალაკვაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარკ შჩეგელს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, საუბარი შეეხო კოვიდ 19-თან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას.

„პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის, დახმარება გაუწიოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.

მხარეებმა ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების საკითხზე.

მხარეების თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ქვაკუთხედია. ხაზი ასევე გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობას.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია იყო. აღინიშნა, რომ რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა თავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკის ერთგულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ