უკრაინული მედია კიევის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ იუწყება

უკრაინული მედია კიევის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება გაკეთდა. Unian-ის ინფორმაციით, ხორციელდება მგზავრების ევაკუაცია. ამავე ინფორმაციით, აეროპორტში ნაღმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა და პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში, მეტროსადგურ „მინსკაიასთან“ ახლოს, ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს.

„ტექნიკოსებმა ბაზარში ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია ანონიმურმა პირმა მოგვაწოდა, რომელმაც დაახლოებით 12:00 საათზე დარეკა. სამართალდამცავებმა და გამნაღმველებმა აღნიშნული ინფორმაცია შეამოწმეს და სახიფათო ნივთები აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი მოწყობილობები განეიტრალებულია“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

უკრაინაში ეს მოვლენები იმ ფონზე ვითარდება, როცა ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ავტობუსი დანაღმულია, ხოლო ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის დამონტაჟებული.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ