სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს - ევროკავშირის გაძლიერება მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილი გაუგზავნა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ერთსულოვან შეთანხმებას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"დღეს ისტორიული დღეა! კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ერთსულოვანი შეთანხმება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რითიც ევროკავშირმა მსოფლიოს სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითი გვიჩვენა.

Caption

მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა და ევროკავშირში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის გაძლიერებას და განვითარებას.

ევროკავშირის გაძლიერება და კრიზისის ამ ფორმით დაძლევა მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის, რომლებისათვისაც ევროკავშირი და მასში ინტეგრაცია ერთადერთი პერსპექტივაა.

ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი და პარტნიორია", - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა