მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-სგან განკურნებულთა რაოდენობა 9 116 460-მდე, დაღუპულთა რიცხვი კი - 619 609-მდე გაიზარდა.

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ხუთეულში შედიან : აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა.

„როიტერსი“ წერს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დაახლოებით 15 კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის 2 მილიონამდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონით, 13 მილიონიდან 15 მილიონამდე, ბოლო 8 დღის განმავლობაში გაიზარდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა უხანში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა