კორონავირუსით ინფიცირებული 24 შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 5 დაავადებულთან კონტაქტია, 10 გარდაბანში დაფიქსირდა, 2-ის შემთხვევის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 24 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 5 უკვე დაავადებულთან კონტაქტებიდან გამოვლინდა, 10 გარდაბნის რაიონში დაფიქსირდა, 2 დადასტურებული შემთხვევის წყარო კი უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდცენტრებში მკურნალობას 188 პაციენტი განაგრძობს.

„7 არის შემოტანილი შემთხვევა, იმპორტირებული, ესენი არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, 5 არის დაავადებულებთან კონტაქტი, 10 გახლავთ გარდაბნის რაიონში კვლევისას დადასტურებული შემთხვევა და 2-ის წყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ხდება კონტაქტების კვლევა.

ჩვენთან გუშინ იყო 26 დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 2 და შემოვიდა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვაყავს 28. 4-დან ორი გახლავთ ჩვენი პაციენტების კონტაქტში მყოფი პირი. 2 პაციენტის წყარო გახლავთ გარდაბნის ინფიცირებულები. 28 პაციენტიდან კვლავ გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და ვირუსის პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო:24 ახალი შემთხვევიდან 5 არის სატვირთოს მძღოლი, 5 დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტი, 10 შემთხვევა გარდაბნის რაიონში კვლევისას გამოვინდა, ორის წყარო უცნობია

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს