ოჯახის ადვოკატის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი, მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

„რა თქმა უნდა, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ამ 5 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მისი პოვნა, კითხვები მიჩნდება. უღრანი ტყე არ არის, რომ ვერ დაენახათ.

აღენიშნება თუ არა დაზიანება ცხედარს, ვერ გეტყვით, რადგან ავტომობილშია მოთავსებული და ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტები არიან. მანქანას გახსნიან და ცხედარს გადმოიყვანენ, შემდეგ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ და დადგინდება, რისგან გარდაიცვალა. უკვე დავრეკე და ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერთვება“, - აცხადებს ადვოკატი.

როგორც მან აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელეზე, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს. ადვოკატის თქმით, ის ვერსიებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.

იხილეთ ვიდეო:ოჯახის ადვოკატის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია