ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელი დაჭრილი იპოვეს, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი დაჭრილი იპოვეს. ის თემქაზე "ჯერარსის" კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა "ჯერარსის" გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგმა კონტანტინე მუმლაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკული. გამოხატულია ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად მიყენებული ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უგრძელდება სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“,- აცხადებს კონსტანტინე მუმლაძე.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო