ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ცხინვალში ცოლ-ქმარს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის პატიმრობა შეეფარდა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ ცოლ-ქმარ ლიპინებს, რომლებიც ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გასული წლის ივლისში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, განაჩენი გამოუტანა.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი სერგეი ლიპინი და მისი მეუღლე ნანული ლიპინა (ჭულუხაძე) სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

მათი ინფორმაციით, ქმარს 16 წლით, ცოლს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რომლებმაც ამასთან ერთად უნდა გადაიხადონ ჯარიმა 500 და 300 ათასი რუსული რუბლის ოდენობით.

ცოლ-ქმარმა დანაშაული აღიარა და განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებენ.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მათი ქალიშვილი, რომელიც ასევე „სახელმწიფოს ღალატშია“ ეჭვმიტანილი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, სერგეი ლიპინმა საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც 2008 წელს საქართველოს არმიამ გამოიყენა.

ლიპინმა აღიარა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან 2006 წლიდან თანამშრომლობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა