თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უთხრეს, რომ ყინული არ აქვთ, რის გამოც ცხედარს სახლში დღეს ვერ გადაასვენებენ

გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ცხედარი არაა გადასვენებული და ბიუროში უთხრეს, რომ ყინული არ აქვთ.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ყინული არ აქვთ. ბიძაშვილი იყო და იმას უთხრეს, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ გადმოვასვენებთო, თან ყინული არ აქვთ, ამიტომაც შევფერხდით, არ ვიცი. მერე ბიჭებმა ირბინეს, ყინული ნაშოვნია და დილით ადრე უნდა მივიტანოთ“, - აცხადებს ბაჩალიაშვილი.

მისივე თქმით, ტყუილია თითქოს გოგონას დრონით ეძებდნენ.

„დღეს ვნახე, როგორც ხელის გულზე, ისე ჩანს მანქანა. ტყუილია, რომ იძახიან დრონი გავატარეთო. წელავდნენ, სანამ გუშინ აქცია არ ჩატარდა და ხალხის აგრესია არ დაინახეს, იქამდე არ გამოჩნდა და მე ვფიქრობ, ალბათ არ გამოჩნდებოდა. არ მჯერა, რომ ეს თვითმკვლელობაა, ეს გარედან მოდის. ეჭვი მაქვს და ამასაც მერე დავამტკიცებთ“,- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა „მთავარის“ ეთერში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს