ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "კოვიდ-19" სოხუმის საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა, რომელიც აფხაზეთში კრასნოდარიდან 10 დღის წინ დაბრუნდა და მას შემდეგ, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო სოხუმის საავადმყოფოში მოათავსეს. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დაინფიცირებული სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში სამუშაოდ ჩავიდა. მოქალაქეს ქრონიკული დაავადების გამო ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სოხუმის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი, ახლობლების მოთხოვნით, სოჭში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა