Silk Hospitality განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის ერთ ერთ სტუმარს, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად, დაუდგინდა კოვიდ -19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

კოვიდ-19 ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, სტუმარი გადაყვანილი იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო რადისონის თანამშრობლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომენდაციები.

ამ დროისათვის სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ემსახურება ტურისტებს. ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი სტუმრების კომფორტი და უსაფრთხოება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ არ შეექმნათ რაიმე სახის უხერხულობა.

(R)

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს