ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრის დანიშვნის პროცესი გამჭვირვალობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი გამჭვირვალობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ჯანეზაშვილის თქმით, არ იცის რა პროფესიულ გამოცდილებას ფლობს საბჭოს ახლად დანიშნული წევრი, თამარ ღვამიჩავა და უცნობია, როგორი იქნება მისი საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„მის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. მასთან პროფესიული თანამშრომლობის გამოცდილება არ მაქვს. ის არ ყოფილა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი. შესაბამისად, პროფესიული კვეთა კარიერის განმავლობაში მასთან არ მქონია. რაც შეეხება პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა წარმართა, ის გამჭვირვალობის და საჯაროობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. პროცესი ფაქტობრივად დახურული იყო. ჩვენ ვიცოდით მხოლოდ თარიღები, როდის გამოცხადდა კონკურსი, როდის დასრულდა საბუთების მიღება, როდის ჩატარდა გასაუბრება. მაგრამ გვარები და ინფორმაცია უშუალოდ კანდიდატების შესახებ, არ იყო ცნობილი. რატომ გააკეთა არჩევანი პრეზიდენტმა ღვამიჩავაზე და რა კონკურენცია იყო, ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები, ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო საჯარო. პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა 22 ივლისს და მასმედიის მეშვეობოთ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია”,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა. თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა