რომან გოცირიძე - საზოგადოების დაცინვა იქნება, თუკი „ოცნებამ“ გაბედა, გათავხედდა და აბაზოვი შეიყვანა სიაში

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საზოგადოების დაცინვა იქნება, თუ "ქართულმა ოცნებამ" სიაში თემურ აბაზოვი შეიყვანა.

"ქართული ოცნებისგან" ყველაფერია მოსალოდნელი, წარმოადგინეს მაჟორიტარები, საიდანაც 10 მდუმარე დეპუტატი იყო აქ და მე ზოგს სახეზეც არ ვიცნობ, 4 წელიწადია, 12- დან 10- ს ხმა არ ამოუღია, ამაზე მეტი გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ გვაკვირვებენ - სამარცხვინო, ცინიკური და დამამცირებელი შემოთავაზებაა " ქართული ოცნებისგან", რომ სიაში სვამენ ადამიანს, რომელმაც ღირსება შეულახა და არაადამიანურად მოექცა მოქალაქეს და ეს ისტორია ვიცით, თუ რა მოხდა მაშინ. ეს იქნება საზოგადოების დაცინვა, თუკი გაბედა და გათავხედდა "ქართული ოცნება" და ეს პიროვნება შეიყვანა სიაში", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ფრაქცია " ქართული ოცნების" თაცმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა