ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, დღეს გავრცელდეს ინფორმაცია, აღენიშნებოდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შესაძლოა, წინასწარ გავრცელდეს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები.

„ამის თაობაზე, ძალიან მალე, შეიძლება დღესვე წინასწარი ინფორმაცია გავრცელდეს, გოგონას სხეულიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც იყო, რისი საშუალებაც ჰქონდათ ექსპერტებს“, - აცხადებს ადვოკატი.

მან უარყო გავრცელებული ვერსია, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარებამდე ოჯახთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა.

„ადამიანს მცირე კონფლიქტი ყველასთან და ყოველთვის აქვს, მაგრამ ეს არანაირად არ შეიძლება, თვითმკვლელობის ან მსგავსი ქმედებების მიზეზი იყოს“,- განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო