ანა გაბეჩავამ შსს-ს შენობა დატოვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმემ ანა გაბეჩავამ შსს-ს შენობა დატოვა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მისმა უფლებადამცველმა, თათია მანიჯაშვილმა განაცხადა, დღეს საგამოძიებო უწყებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება განხორციელდა.

,,დღეს განხორციელდა ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით დათვალიერება. სხვა რაიმე კითხვა გამოძიებას არ ჰქონია. ეს ვიდეოჩანაწერები ეკუთვნის იმ ღამეს, რომელიც გამოძიებას აქვს საქმის მასალებში, ვიდეოები ეხებოდა მცხეთის ინციდენტს”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, გაბეჩავასთვის ჩხუბის ინციდენტის შესახებ მეგობრებისგან გახდა ცნობილი და ოფიციალური ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს გაიგო.

,,რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სოციალური ქსელებიდან ამოღებულ მესიჯებს, გაბეჩავამ აღნიშნული მიმოწერა განახორციელა მეორე დღეს, 19 ივნისს როდესაც მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი გიორგი შაქარაშვილის დაკარგვისა და გაუჩინარების შესახებ. გაბეჩავასთვის ჩხუბის ინციდენტის შესახებ მეგობრებისგან გახდა ცნობილი, 19 ივნისს კი ოფიციალურად გაჟღერდა შაქარაშვილის დაკარგვისა და გაუჩინარების ფაქტი”, - აღნიშნა თათია მანიჯაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა