ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხუთივე პაციენტში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულების ყველა კონტაქტი დადგენილია.

დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით, აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 45 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი -დაიღუპა.