სუს-მა ირანის ორი მოქალაქე დააკავა

სუს-მა ირანის ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ.

სუს-ის ცნობით, შედეგად ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

„დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს თანხის ბრუნვამ 12 603 569 ლარი, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში - 504 142 ლარი შეადგინა. ბრალდებულების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 155 897 აშშ დოლარი, 8 730 ევრო და 66 673 ლარი. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:სუს-მა ირანის ორი მოქალაქე დააკავა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025