საოკუპაციო რეჟიმმა 7 ივნისს დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა 7 ივნისს დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც წალენჯიხის სოფელ მუჟავასა და გალის სოფელ ლეკუხონას მიმდებარედ რამდენიმე კვირის წინ დააკავეს, გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ " ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მათ ცხელი ხაზის მეშვეობით აქვთ.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა სამი ახალგაზრდა 7 ივნისს დააკავეს. მათ "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.