სომალის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს უნდობლობა გამოუცხადა

სომალის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ჰასან ალი ხაირეს უნდობლობა გამოუცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 170-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 8 წავიდა.

„პრეზიდენტს მოვუწოდებთ, სომალის ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნოს,“- განაცხადა პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ მურსალ შეიხ აბდირაჰმანმა.

ცნობისათვის, ჰასან ალი ხაირეს ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით არაეფექტური ზომების გაატარების გამო აკრიტიკებდნენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ