საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

გახელაძის იზოლატორში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„დიახ, გიდასტურებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა და აღარ იყო მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება, ის გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს