საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა - ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც დაკავებულის დედა ჟურნალისტებთან აცხადებს, ჯერჯერობით „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს ზაზა გახელაძე არ უნახავთ და ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

„წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, მეტი ახალი არაფერი ვიცი. ველოდებით ერგნეთის შეხვედრას და ალბათ, ახალ ინფორმაციას მაშინ გავიგებთ. „წითელი ჯვრიდან“ იყვნენ მოსულები, მაგრამ ჯერჯერობით არ შესულან. წერილი დავუწერე, ალბათ მიიღებს ჩემი შვილი და პასუხსაც „წითელი ჯვარი“ მომიტანს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესო. ე.წ. საზღვრის კვეთასა და მესაზღვრეზე თავდასხმას ედავებიან, სხვა ახალი თუ კიდევ რამეა, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. თუ საავადმყოფოში აღარ არის, ალბათ ფეხი უკეთეს მდგომარეობაში აქვს, მაგრამ ჩვენ ახალი არაფერი ვიცით. „წითელი ჯვარი“ თუ გამოიტანს ზუსტ ინფორმაცის, თუმცა ისინი ჯერ არ შესულან. იმედია, ამ კვირაში შევლენ“, - აცხადებს ზაზა გახელაძის დედა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო