მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. კონკრეტულად კი, კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის დე ფაქტო რეჟიმის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, კვირა ღამით, 26 ივლისს, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში პაციენტი კორონავირუსის ინფექციით დაიღუპა.

მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ პაციენტი სოხუმის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, პაციენტს თანმხლები კარდიო დაავადებები ჰქონდა.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი მკურნალობს.

„მოსახლეობის კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის ოპერატიული შტაბი აფხაზეთის მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა, რათა დაინფიცირებისგან თავი დაიცვან“, - აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო