დავით საგანელიძის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების პროცესი დაწყებულია

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდის რეფორმირების პროცესი დაწყებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „საპარტნორო ფონდის“ საქმიანობის მთავარი მიზანი და ამოცანა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება უნდა იყოს.

„დიდი ხანია არის საუბარი ფონდის რეფორმირებაზე. მოგეხსენებათ, ფონდი 2010 წელს შეიქმნა და ამჟამად ის თავისი სტრუქტურით ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. უკვე დაწყებულია ეს ცვლილებები. მინდა მოგახსენოთ, რომ ენერგეტიკის ობიექტები ფონდიდან უკვე გასულია. არის ამჟამად რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც იმედი მაქვს, რომ ფონდიდან ასევე გავა. ფონდს შეუნარჩუნდება მხოლოდ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც არის საქართველოში სხვადასხვა მიმართულების, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რეგიონების მიხედვით უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება, ისეთი პროექტების, რომელსაც ბანკები არ აფინანსებენ იმ მიზეზით, რომ არის სტარტაპი, ან მაღალი რისკები. ამ დროს, სახელმწიფოსთვის ეს პროექტები არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს უნდა იყოს „საპარტნორო ფონდის“ საქმიანობის მთავარი მიზანი და ამოცანა“,- განაცხადა საგანელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა