გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს კარგი შედეგები აქვს და ამის გამო „ასე გააფთრებით უტევს ოპონენტების გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლებას

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს, საერთაშორისო კვლევებით, სხვადასხვა მიმართულებით კარგი შედეგები აქვს და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც „ასე გააფთრებით უტევს ოპონენტების გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლებას. აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ აშშ- ის კონგრესის ქვედა პალატაში დამტკიცებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წელში აშშ- მა საქართველოს დაფინანსება 3- ჯერ გაზარდა.

„ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა და სრული სურათი თუ რა ხდება ამ ქვეყნებში, რომელსაც აშშ დახმარებას უწევს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. აშშ- ის დახმარება საქართველოსთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში გაიზარდა სამჯერ, აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი დასკვნა, თუ რაზე მეტყველებს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები: დემოკრატიის განვითარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერეზე, მედიის თავისუფლებაზე, სასამართლოს თავისუფლებაზე, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგშიც საქართველო მოწინავე ადგილებზეა და სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ასე გააფთრებულად გვიტევს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, შესანიშნავი ახალგაზრდა ჟურნალისტების მეშვეობით,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა