ქარელი-ხაშურის ოლქში „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი კანდიდატი სავარაუდოდ, ნატო ჩხეიძე იქნება

ქარელი-ხაშურის ოლქში „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი კანდიდატი სავარაუდოდ, ნატო ჩხეიძე იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განუცხადა, შესაძლოა, მის კანდიდატურას ქარელი-ხაშურის ოლქში მხარი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაუჭიროს.

„საუბარი არის, მაგრამ ჯერ დასაზუსტებელ-გადასაწყვეტია. საუბარია ბლოკის ფორმატში, სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატშიც მოხდება შეთანხმება. მაჟორიტარების წარდგენის დრომდე ყველაფერი დაზუსტდება“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატები 19 ივნისს დაასახელა. ვაკეში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ისანში- გიორგი ვაშაძე, სამგორში - ლევან ხაბეიშვილი, ნაძალადევის რაიონში - შალვა ნათელაშვილი, გლდანში - ნიკა მელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო